ლონდონის "დამადნობელი" - კვირის პალიტრა

ლონდონის "დამადნობელი"

ლონდონის ცენტრში დაუმთავრებელი 37-სართულიანი ბიზნესცენტრის შენობა ლამის კატასტროფად იქცა - ორიგინალური ფორმის ფასადის ფანჯრების მინები მზის სხივებს  სარკესავით კრებს და მოპირდაპირე მხარეს რამდენიმე ქუჩაზე ყველაფერს წვავს და ადნობს! ლონდონელებმა ცათამბჯენს უკვე უწოდეს "დამადნობელი". ავტოსადგომზე შენობამ დაადნო ავტომობილების პლასტმასის ნაწილები, კაფეებში ამოწვა ავეჯი, დააზიანა სხვადასხვა ნივთი... აქაურებს კი თავი ლამის ბედუინებად წარმოუდგენიათ და ტაფაზე ერბოკვერცხს უცეცხლოდ წვავენ...