კაიმანების რისხვა "მიკი" - კვირის პალიტრა

კაიმანების რისხვა "მიკი"

39 წლის ამერიკელი ფოტოგრაფ-ნატურალისტი ჯასტინ ბლეკი ბრაზილიის ნაკრძალ "პანტანალში" აქაურობისთვის ჩვეული დრამის მომსწრე გახდა. მდინარე კუიაბას ნაპირზე მზეზე გაწოლილ კაიმანს გაღმა ნაპირიდან იაგუარი უთვალთვალებდა, მერე მდინარე უჩუმრად გადმოცურა, კაიმანს ზურგიდან მიეპარა და თავს დააცხრა. 130 კგ-იან მრისხანე კატისებრს 100 კგ-იანი რეპტილია ვერ მოერია, იაგუარმა "სადილი" ადვილად გადაიტანა მდინარეზე და მსხვერპლთან ერთად ჯუნგლებში გაუჩინარდა. "ბიოლოგები კარგად იცნობენ ამ იაგუარს, რომელსაც "მიკი" უწოდეს. 7 წლის ცალთვალა მიკი რეგიონში ყველაზე ღონიერი იაგურია - ის თავისი ტერიტორიის დაცვისას დაბრმავდა. 150 000 კვკმ ფართობის გრანდიოზულ ნაკრძალში სულ 6-7 ათასი იაგუარი ბინადრობს. მათი ნახვა მხოლოდ  დღისით  არის შესაძლებელი, რადგან ეს ღამის მტაცებლები იძულებული არიან, კაიმანებზე დღისით ინადირონ. ამიტომაა აქაურობა ტურისტებით სავსე", - განმარტავს ბლეკი.