მეფის გადარჩენილი - კვირის პალიტრა

მეფის გადარჩენილი

20 წლის საუდის არაბეთის მცხოვრები ჰალიდ შაარი დაავადების გამო 610 კგ-ს იწონის და ორი წელია, ვეღარ დადის. ის ახლახან  სპეცტექნიკის საშუალებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს - ექიმების დასკვნით, წონის დაკლების ოპერაციის გარეშე ყმაწვილი მალე მოკვდებოდა. მის გადასარჩენად თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი პირადად საუდის არაბეთის მეფემ - აბდალა იბნ აბდელ აზიზმა გაგზავნა, აშშ-ში დაამზადებინა ზეგამძლე საწოლი და სპეციალური ამწე.  მაშველებმა ჰალიდის ოთახის კედელი დაშალეს და მეორე სართულიდან ამწით ჩამოიყვანეს. ჰოსპიტალში კი მეფისა და მინისტრის ბრძანებით შექმნილი ბრიგადა დახვდა გამზადებული, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.