სამახსოვრო პანორამა - კვირის პალიტრა

სამახსოვრო პანორამა

ჰონკონგი სმოგით ისე დაიბურა, რომ ტურისტებისთვის, რომელთაც საოცარი პეიზაჟით განთქმული ქალაქის ფონზე სამახსოვრო ფოტოების გადაღება სურთ, ქალაქის მესვეურებმა ბევრ ადგილას "სუფთა" ჰონკონგის პანორამული ბანერები განალაგეს. "ნამდვილი პეიზაჟის" გადაღება ჯერჯერობით შეუძლებელია - ჰაერის დაბინძურების ინდექსმა ძალიან მაღალ ნიშნულებს მიაღწია", - წერს ჩინური გაზეთი "ჩინა დეილი".