სასრიალო ყველას უნდა - კვირის პალიტრა

სასრიალო ყველას უნდა

ნიუჯერსელი მარიან ვანადია, მისი ქმარი და გოგონები შინ საღამოს დაბრუნდნენ და ავტომობილით გარაჟში შევიდნენ. ანაზდად დაუპატიჟებელი სტუმრები შენიშნეს - დათვის ბელები თავდავიწყებით თამაშობდნენ ბავშვთა მოედნის სასრიალოზე, ხოლო დედა დათვი ნაგვის კონტეინერს გულმოდგინედ ჩასჩერებოდა. "უკანა ეზოს ნაგვის კონტეინერში საკვები ადრეც ხშირად ჩამიგდია, თუმცა ასეთი სტუმრები არასოდეს მყოლია. ბელები ძალიან ჰგავდნენ ჩემს ბავშვებს - ზუსტად მათსავით ერთობოდნენ. მართალია, ნახევარ საათზე მეტი გარაჟში ყურყუტმა მოგვიწია, სამაგიეროდ, უნიკალური ფოტოები გადავიღეთ. ეს თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება", - თქვა ვანადიამ.