"ზედმეტი" სამოსი?! - კვირის პალიტრა

"ზედმეტი" სამოსი?!

ბრუს უილისისა და დემი მურის სამი ქალიშვილისგან უფროსები - რუმერი და სკაუტი უკვე კინოსა და მოდის სამყაროში საქმიანობენ და "დასერიოზულდნენ". უმცროსმა, 18 წლის ტალულამ კი სკოლა ახლახან დაამთავრა და ჯერ კიდევ გიჟმაჟობს, ამიტომაც ტაბლოიდების მუდმივი ყურადღების ცენტრშია. ამას წინათ ის და მისი მეგობარი ვაჟი ლუკას ვერჩეტი ჩასაფრებულმა პაპარაცებმა დააფიქსირეს და მოკლე კაბისა და "კეთილი ნიავის" წყალობით ისიც შეიტყვეს, რომ "კერკეტი" ბრუსის ნაბოლარა "პერანგის ამხანაგთან" ძალიან მწყრალადაა...