"თავისუფლება ისე არ მოდის!"
23-09-2013
"თავისუფლება ისე არ მოდის!"
10 წლის ისა ალეპოელია, მაგრამ თავისუფლებისთვის სხვებთან ერთად ისიც ებრძვის ასადის დინასტიის 40-წლიან დიქტატურას. მებრძოლი ბიჭუნა მამას ეხმარება და ე.წ. "სირიის თავისუფალი არმიისთვის" ჭურვებსა და ნაღმმტყორცნებს ამზადებს. შეუპოვარი პატარა მეომარი დაუღალავად ჩარხავს დაზგაზე საჭირო დეტალებს და, რაც მთავარია, თვითნაკეთი ნაღმმტყორცნების გამართვასაც მშვენივრად ახერხებს. ბიჭუნა თავისი საყვარელი იადონებისთვის მხოლოდ პარასკევს იცლის, რომელიც ყველა მუსლიმანისთვის დასვენების დღეა. დანარჩენ დროს კი "ფრონტისთვის" დღეში 10 საათს ირჯება!  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით