ბელას ბუშტი
23-09-2013
ბელას ბუშტი
კალიფორნიის საფარი-პარკის ბინადარი 3 წლის ლაბრადორი ბელა და 32 წლის აფრიკული სპილო ბუშტი განუყრელი მეგობრები არიან. პარკის დირექტორ ბჰაგავატ ანტლეს თქმით, ბელას კეთილი სპილო დანახვისთანავე შეუყვარდა. ახლა სპილოს ყველა ბელას ბუშტს ეძახის. ბუშტის მშობლები აფრიკაში ბრაკონიერებმა დახოცეს და სპლიყვი ჩვენმა პარკმა შეიფარა. ის 4 ტონას იწონის და კინოვარსკვლავიც გახდა - ჯიმ ქერისთან ერთად ითამაშა ფილმში `როცა ბუნება გეძახის"... ბელა და ბუშტი 2 წელია, სულ ერთად არიან, ერთად ჭამენ, ბანაობენ და
თამაშობენ. ბელას განსაკუთრებით უყვარს მეგობრის ზურგიდან წყალში გადახტომა, როცა სპილო წყალში მას პატარა ბურთს უგდებს. სპილო კი ბედნიერია, როცა პატარა მეგობარი მუხლზე უზის"", - ამბობს ანტლე.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით