ინჟინერ ეიფელის "მემკვიდრეები" - კვირის პალიტრა

ინჟინერ ეიფელის "მემკვიდრეები"

ბრისტოლელი ინჟინერი ტომ ჰოლმსი რამდენიმე თვე ემზადებოდა რეკორდის დასამყარებლად - "დომინოს ქვებისგან ყველაზე მაღალი კოშკის" ასაგებად. ამოცანის თეორიული ნაწილისთვის მას კომპიუტერული მოდელირების პროგრამებისა და კოლეგის, ინჟინერ როლანდ ტრიმის დახმარებაც დასჭირდა. საბოლოოდ, მათ 7 საათსა და 30 წუთში 2688 დომინოს ქვით ააგეს სარეკორდო - 5, 275 მ სიმაღლის კოშკი, რომელმაც ძველ რეკორდს 20 სმ-ით გადააჭარბა. ინჟინერ ეიფელის "მემკვიდრეებს" სამუშაო იმდენად მოეწონათ, რომ საკუთარი რეკორდის მოხსნას და 6 მ სიმაღლის კოშკის აგებას აპირებენ.