ინჟინერ ეიფელის "მემკვიდრეები"
23-09-2013
ინჟინერ ეიფელის "მემკვიდრეები"
ბრისტოლელი ინჟინერი ტომ ჰოლმსი რამდენიმე თვე ემზადებოდა რეკორდის დასამყარებლად - "დომინოს ქვებისგან ყველაზე მაღალი კოშკის" ასაგებად. ამოცანის თეორიული ნაწილისთვის მას კომპიუტერული მოდელირების პროგრამებისა და კოლეგის, ინჟინერ როლანდ ტრიმის დახმარებაც დასჭირდა. საბოლოოდ, მათ 7 საათსა და 30 წუთში 2688 დომინოს ქვით ააგეს სარეკორდო - 5, 275 მ სიმაღლის კოშკი, რომელმაც ძველ რეკორდს 20 სმ-ით გადააჭარბა. ინჟინერ ეიფელის "მემკვიდრეებს" სამუშაო იმდენად მოეწონათ, რომ საკუთარი რეკორდის მოხსნას და 6 მ სიმაღლის კოშკის აგებას
აპირებენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით