სამეფო ვარჯიში... მაცივარში - კვირის პალიტრა

სამეფო ვარჯიში... მაცივარში

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ უზარმაზარ მაცივარში გაათია ღამე. საქმე ის არის, რომ ჰარი მალე სამხრეთ პოლუსზე, ექსპედიციაში მიემგზავრება, რომელსაც დაჭრილი სამხედროების დასახმარებელი საქველმოქმედო ორგანიზაცია აწყობს. პოლარული კლიმატისთვის მონაწილეებს წინასწარ ამზადებენ. ამიტომაც ბრიტანეთის პრინცს მთელი ღამის გატარებამ მაცივარში მოუწია.