მილიონერი "დაგლეჯილი" კაბით
30-09-2013
მილიონერი "დაგლეჯილი" კაბით
ლოს-ანჯელესში აშშ ეროვნული სატელევიზიო აკადემიის პრემია "ემით" დაჯილდოებას უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. ნომინაციაში - "საუკეთესო კომედიური სერიალი", გაიმარჯვა  სერიალმა "ამერიკული ოჯახი", რომელმაც ამას წინათ "ოქროს გლობუსიც" მიიღო. სერიალის მთავარი ვარსკვლავი, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სატელევიზიო მსახიობი კოლუმბიელი სოფია ვერგარა კი ყურადღების ცენტრში უფრო სამკაულების გამო მოექცა: დიზაინერ ვერა ვონგის მიერ "დაგლეჯილ" სტილში შექმნილ ალისფერ კაბაზე სერიალის ვარსკვლავს 7 მილიონი დოლარის ძვირფასეულობა ეკეთა - ლალით, საფირონით და "მშობლიური" კოლუმბიური ზურმუხტებით მოოჭვილი პლატინის
საყურე, თითებზე კი ასევე კოლუმბიური 40-კარატიანი ზურმუხტით და 21-კარატიანი ბრილიანტით შემკული ბეჭდები უბრჭყვიალებდა.
მეა
06 ოქტომბერი 2013 22:45
ამ ქალზე ვგიჟდები და ეს სერიალიც კარგად მახალისებდა

რედაქტორის რჩევით