სტივ ჯობსის "დროის კაფსულა" - კვირის პალიტრა

სტივ ჯობსის "დროის კაფსულა"

კომპანია "ეპლის" დამაარსებლის, აწ გარდაცვლილი გენიალური სტივ ჯობსის მიერ კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში დამარხული "დროის კაფსულა" 30 წლის შემდეგ ამოიღეს. ჯობსმა 4 მ სიგრძის სპეციალურად დალუქული მილი 1983 წელს დიზაინერთა საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ დაფლა. ის 20 წლის შემდეგ უნდა ამოეთხარათ და გაეხსნათ, თუმცა 2003 წელს ვერ იპოვეს. 30 წლისთავზე კი პოვნა ტელეშოუ "მთხრელების" მონაწილეებმა შეძლეს. მილში აღმოჩნდა მაუსი, რომელსაც ჯობსმა თავისი გოგონას სახელი ლიზა უწოდა, მრავალი კასეტა, ფოტო და 6 ბოთლი ლუდი მპოვნელებისთვის.