"იოგა" 83 წლის ჯორჯ სოროსისთვის
30-09-2013
"იოგა" 83 წლის ჯორჯ სოროსისთვის
83 წლის მილიარდერი ჯორჯ სოროსი მესამედ დაქორწინდა. ცოლად შეირთო 42 წლის ტამიკო ბოლტონი. საქორწინო ფიცის დადებას სოროსის სახლში, ქალაქ ბედფორდში, მხოლოდ ახლობლები დაესწრნენ. მართალია, სიძე ყინჩად გამოიყურებოდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ცალი მხრიდან პატარძალს ეჭირა, მეორე მხრიდან კი ნათესავს... 500-მა სტუმარმა კი ხელოვნების ცენტრ "კერამურში" მოილხინა. 20 მილიარდის პატრონის მისალოცად პლანეტის ფინანსური ელიტა შეიკრიბა. მათ შორის მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, ასევე, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი. სხვათა შორის,
ტამიკო ერთხელ უკვე იყო გათხოვილი, ის ჯორჯმა 2008 წელს გაიცნო. ქალი ადრე  ინტერნეტში საკვებ დანამატებს ყიდდა, ამჟამად კი მისი კომპანია მსურველებს ინტერნეტით ე.წ. ონლაინიოგას სთავაზობს.

levan
30 სექტემბერი 2013 18:17
ბუქნაობის თავი ამას არ ექნება და ცოლი რად უნდა? არ ერჩივნა ბატკანი ეყიდა?

რედაქტორის რჩევით