"ორსულობა ავადმყოფობა არ არის!"
30-09-2013
"ორსულობა ავადმყოფობა არ არის!"
35 წლის ლოსანჯელესელი ე.წ. "ბოდიბილდერი" ლეა ელისონი მალე ბავშვს ელოდება, თუმცა ვარჯიშს არ წყვეტს - სწევს სიმძიმეებს, აკეთებს ღერძზე აზიდვებს და სხვა მძიმე ვარჯიშებს. "ფეისბუკში" დადებულმა მისმა ფოტოებმა ქსელში ქარიშხალი გამოიწვია - ათიათასობით მომხმარებელმა "უჭკუო ორსული"  სასტიკად გააკრიტიკა ბავშვისთვის შესაძლო რისკის გამო. ქალს ბევრი დამცველიც გამოუჩნდა, მაგრამ ხალხის დამშვიდებას "მეან-გინეკოლოგიის სამეფო კოლეჯის" სპეციალისტების კომენტარები დასჭირდა. თავად ლეა კრიტიკოსებს ყურადღებას არ აქცევს: "მყავს 12 წლის გოგონა და 8 წლის ბიჭუნა. საერთოდ,
ორსულობა ავადმყოფობა არ არის!" - აცხადებს ჯიუტი ორსული.   

mariami
03 ოქტომბერი 2013 16:04
ყველაფერს მიჩვევა უნდა,ალბად ორსულობა ვარჯიშში გაატარა.მე 5 წუთით დავიხარე იატაკის გასაწმენდად და ტკივილისგან გადავირიე.გამიბრაზდა ჩემი გოგო,ტატომ შემაწუხეო.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები