"ორსულობა ავადმყოფობა არ არის!" - კვირის პალიტრა

"ორსულობა ავადმყოფობა არ არის!"

35 წლის ლოსანჯელესელი ე.წ. "ბოდიბილდერი" ლეა ელისონი მალე ბავშვს ელოდება, თუმცა ვარჯიშს არ წყვეტს - სწევს სიმძიმეებს, აკეთებს ღერძზე აზიდვებს და სხვა მძიმე ვარჯიშებს. "ფეისბუკში" დადებულმა მისმა ფოტოებმა ქსელში ქარიშხალი გამოიწვია - ათიათასობით მომხმარებელმა "უჭკუო ორსული"  სასტიკად გააკრიტიკა ბავშვისთვის შესაძლო რისკის გამო. ქალს ბევრი დამცველიც გამოუჩნდა, მაგრამ ხალხის დამშვიდებას "მეან-გინეკოლოგიის სამეფო კოლეჯის" სპეციალისტების კომენტარები დასჭირდა. თავად ლეა კრიტიკოსებს ყურადღებას არ აქცევს: "მყავს 12 წლის გოგონა და 8 წლის ბიჭუნა. საერთოდ, ორსულობა ავადმყოფობა არ არის!" - აცხადებს ჯიუტი ორსული.