ვანგკაი და მიმი - კვირის პალიტრა

ვანგკაი და მიმი

ჩინეთის ქალაქ კუნმინის მცხოვრებლებს კარგა ხანია აღარ აკვირვებთ უჩვეულო წყვილის - მზისსათვალიანი ძაღლის, ვანგკაისა და მასზე ამხედრებული კატა მიმის მშვიდი სეირნობა. მათი პატრონი, 42 წლის ყოფილი პოლიციელი სიუ ცინი ამბობს, რომ ისინი საგანგებოდ არ გაუწვრთნია და ყველაფერი თავისთავად ისწავლეს. "ვანგკაი სასეირნოდ როდესაც გამყავდა, მიმი უკმაყოფილო კნავილით მიკლებდა. ამიტომ კატის საყელურიც ვიყიდე და ისიც თან მიმყავდა. მიმი მალე იღლებოდა და საბოლოოდ ის ვანგკაის ზურგზე აღმოჩნდა. ასეთი განუყრელი მეგობრობა მეც მიკვირს, მათ სასეირნოდ უკვე მარტოც ვუშვებ.  მოძებნა რომ დამჭირდეს, მათი ადგილსამყოფლის დასადგენად ვანგკაის თათზე სპეციალური სმარტფონი აქვს მიმაგრებული", - ამბობს სიუ ცინი.