ბავშვების "ექსპლუატაცია" - კვირის პალიტრა

ბავშვების "ექსპლუატაცია"

ტოკიოს ფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციული სუშის მომზადებისას, ორგანიზატორებმა გინესის რეკორდის დამყარებაც გადაწყვიტეს. მათ "ყველაზე გრძელი სუში" - 120 მ სიგრძის კერძი მოამზადეს. რეკორდის დასამყარებლად, პროფესიონალი მზარეულების გარდა, ბავშვების მთელი ბატალიონი გახდა საჭირო, რადგან "უწყვეტი" სუშის სწრაფად მომზადება, რომელიც ბევრი წვრილ-წვრილი ნაწილისგან შედგება, პატარა თითების გამო, თურმე ბავშვებისთვის უფრო ადვილია. ცხადია, სუშის დიდი ნაწილი ისევ ბავშვებს შეხვდათ.