გამარჯობა არ იცი, ჩიტო! - კვირის პალიტრა

გამარჯობა არ იცი, ჩიტო!

კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე  73 წლის ამერიკელი ფოტოგრაფი ტიმ უითჰოლი უჩვეულო სცენას შეესწრო - აქაურ ბეღურასნაირთა წარმომადგენელმა, შედარებით მოზრდილმა ფრინველმა გრაკლმა ტიმის ავტომობილის გვერდითა სარკეში საკუთარი გამოსახულება დაინახა...

"გრაკლი "მეზობელს" წესისამებრ მიესალმა, თუმცა  პასუხი რომ ვერ მიიღო, მეტად აღშფოთებულმა და აჯაგრულმა ხმამაღალი "ნოტაციები" სანამ ბოლომდე არ წაუკითხა "უზრდელს", თავის გზას არ ეწია", - ამბობს უითჰოლი.