"მთელი ცხოვრების სიყვარული" - კვირის პალიტრა

"მთელი ცხოვრების სიყვარული"

ახლახან ნიუ-იორკში მადონასა და ფოტოგრაფ სტივენ კლაინის მოკლემეტრაჟიანი შავ-თეთრი ფილმის, Secret Project Revolution-ის პრემიერა შედგა. მადონამ სულ ვარსკვლავები მიიწვია. მათ შორის სასურველი სტუმარი მისი ყოფილი პირველი ქმარი შონ პენი აღმოჩნდა -  მის დანახვაზე პოპდედოფალმა თავი ვეღარ შეიკავა და მხურვალედ ჩაეხვია. მადონა შონს მთელი საღამოს მანძილზე აღარ მოშორებია... ისინი 1985 წელს  შეუღლდნენ და 4 წელიწადში გაშორდნენ.  მათ მგზნებარე სიყვარულზე  ლეგენდები დადიოდა. ეჭვიანი შონი მადონას "გამოსატეხად" სკამზე აბამდა და აწამებდა, ერთხელ თავი ღუმელშიც შეაყოფინა, ბოლოს კი ბაიკერებთან ერთად ის კლუბი გადაწვა, რომელზეც ეჭვობდა, რომ მადონამ საყვარელი იქ გაიცნო. და მაინც, ის იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც გიჟმაჟიI მადონა რამეს უჯერებდა. 1991 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი "საწოლში მადონასთან ერთად", სადაც კითხვას, - "ვინ არის შენი "ცხოვრების სიყვარული", დედოფალმა უპასუხა: "მთელი ჩემი ცხოვრების? შონი".