"ამისთანა არ გინახავთ?" - კვირის პალიტრა

"ამისთანა არ გინახავთ?"

ჰოლივუდის სუპერვარსკვლავ ორლანდო ბლუმის მეუღლემ, ავსტრალიელმა მზეთუნახავმა მირანდა კერმა, პარიზის მოდის კვირეული დაამშვენა. სუპერმოდელი საცურაო კოსტიუმებისა და ქალის საცვლების დემონსტრაციაში, რომელსაც სტელა მაკარტნი აწყობს,  მილიონებს მიიღებს. თუმცა პოდიუმის სუპერვარსკვლავს გაშიშვლება მაინცდამაინც არც ქუჩაში ეთაკილება - მირანდა პარიზის ქუჩებში ისეთი დეკოლტეთი გამოვიდა, რომ მრავლისმნახველი პარიზელებიც კი გააოცა. ასობით გამვლელი მოდელის იდეალურ  მკერდს შესცქეროდა, ხოლო პაპარაცები ისეთ დღეში იყვნენ, მირანდას ლამის მათი "მოგერიება" დასჭირდა.