"მე ვარ, ბატონო, ის კაცი"
07-10-2013
"მე ვარ, ბატონო, ის კაცი"
გლენ მაკდაფი ათეული წლებია, ამტკიცებს, რომ სწორედ "ის კაცია", ვინც აიზენშტადტის ფოტოზე - "კოცნა ტაიმს სკვერში", 1945 წლის 14 აგვისტოს, II მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის დღეს არის გადაღებული. გამარჯვების სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე აღბეჭდილი მედდა ედიტ შეინი 70-იან წლებში იპოვეს. 89 წლის ედიტი ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. საზღვაო ქვეითის "როლზე" კი რამდენიმე მამაკაცი აცხადებდა პრეტენზიას. გამოძიებას ათეულობით ჟურნალისტი აწარმოებდა.

დღემდე მიაჩნდათ, რომ ფოტოზე გამოსახული საზღვაო ქვეითი ფლორიდელი ყოფილი პოლიციელი კარლ მუსკარელოა, თუმცა
გლენ მაკდაფი არ დანებდა. სიმართლის დასამტკიცებლად მან სასამართლო ექსპერტ ლოის გიბსონს ასამდე ფოტოსურათი გადააღებინა იმავე პოზაში, ოღონდ ედიტის "ნაცვლად" ბალიშით ხელში. გამოსახულების ციფრული ანალიზით დადგინდა, რომ "ის კაცი" ნამდვილად მაკდაფია!

"ჩემი ნაწილი ბრუკლინში იყო დისლოცირებული. ტაიმს სკვერზე მეტროთი წავედი. ქუჩაში რომ გავედი, მედდამ მომმართა: "მიხარია
შენ გამო, მეზღვაურო!" ვკითხე - რა მოხდა-მეთქი. "ომი დამთავრდა, შეგიძლია შინ წახვიდე!" ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ. მე ვიცი, რომ ედიტ შეინს ვაკოცე, ძალიან დიდი, ყურებამდე  პირი ჰქონდა. ასეთი რამ არასდროს გავიწყდება", - იხსენებს 84 წლის გლენი, რომელიც ამჟამად ფილტვის კიბოთია დაავადებული.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით