წყალქვეშა და წყალზედა კონცერტი - კვირის პალიტრა

წყალქვეშა და წყალზედა კონცერტი

ჩინურმა ანსამბლმა "ოკეანის ბენდი", საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, წყალქვეშა კონცერტი გამართა, რომელსაც ქალაქ ტიანძინის ოკეანარიუმმა Haichang Polar Ocean World-მა უმასპინძლა. რასაკვირველია, მომღერლები ფონოგრამით გამოდიოდნენ, თუმცა უჩვეულო წარმოდგენის სანახავად საკმაოდ ბევრი მაყურებელი შეიკრიბა, მით უმეტეს, რომ ეს მოხდა ტრადიციული ჩინური დღესასწაულის - "შუა შემოდგომის" დღეს... ყველაზე  სახალისო კი ის იყო, რომ კონცერტისას მათთვის სრულიად უჩვეულო სანახაობით გვარიანად შეშინებულმა ბავშვებმა არანაკლები "კონცერტი" გამართეს... მაგრამ პატარების ტირილს ანსამბლი სულაც არ შეუწუხებია.