ბავშვზე უკეთესი რაა... - კვირის პალიტრა

ბავშვზე უკეთესი რაა...

ქალების ყურადღებით განებივრებულ 73 წლის ალ პაჩინოს ცოლი არასოდეს ჰყოლია. თუმცა 3 შვილი ჰყავს: 24 წლის ჯულია-მარია სამსახიობო კოლეჯის პედაგოგ იანა ტერანტთან და 12 წლის ტყუპი მსახიობ ბევერლი დანჯელოსთან. წლებია, ის სამუშაო გრაფიკს ისე ადგენს, რომ შვილებთან რაც შეიძლება დიდხანს დაჰყოს - "ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რაც მომხდარა, შვილების დაბადებაა", - ხშირად იმეორებს ალ პაჩინო.

ახლახან ის "ემის" დაჯილდოებაზე ახალ შეყვარებულთან, არგენტინელ მსახიობ ლუსია სოლასთან ერთად გამოცხადდა. წყვილი არავის ემალება. მეტიც, სოლამ განაცხადა, რომ "გენიალური ადამიანისგან ბავშვის გაჩენაზე ოცნებობს".