ბავშვზე უკეთესი რაა...
14-10-2013
ბავშვზე უკეთესი რაა...
ქალების ყურადღებით განებივრებულ 73 წლის ალ პაჩინოს ცოლი არასოდეს ჰყოლია. თუმცა 3 შვილი ჰყავს: 24 წლის ჯულია-მარია სამსახიობო კოლეჯის პედაგოგ იანა ტერანტთან და 12 წლის ტყუპი მსახიობ ბევერლი დანჯელოსთან. წლებია, ის სამუშაო გრაფიკს ისე ადგენს, რომ შვილებთან რაც შეიძლება დიდხანს დაჰყოს - "ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რაც მომხდარა, შვილების დაბადებაა", - ხშირად იმეორებს ალ პაჩინო.

ახლახან ის "ემის" დაჯილდოებაზე ახალ შეყვარებულთან, არგენტინელ მსახიობ ლუსია სოლასთან ერთად გამოცხადდა. წყვილი არავის ემალება. მეტიც,
სოლამ განაცხადა, რომ "გენიალური ადამიანისგან ბავშვის გაჩენაზე ოცნებობს".    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით