თუ მოინდომებ, ცხვირი შუბლზეც ამოგივა - კვირის პალიტრა

თუ მოინდომებ, ცხვირი შუბლზეც ამოგივა

ჩინეთის ფუძიანის პროვინციის მცხოვრებმა, 22 წლის ჰიაოლიანმა, რომელიც ადგილობრივი ჰოსპიტლის პაციენტია, სოციალურ ქსელში უცნაური ფოტო ატვირთა: მას  ცხვირი შუბლზე ეზრდება!

საქმე ის არის, რომ პლასტიკური ქირურგები ცხვირს შუბლზე სპეციალურად ზრდიან და მალე თავის ადგილზე დააბრუნებენ - ახალგაზრდა კაცმა ცხვირი ავტოსაგზაო ავარიის დროს დაიზიანა, ინფექცია შეეჭრა და ექიმებმა მისი "ადგილზე გამოსწორება" ვერ შეძლეს, თუმცა ახალი ცხვირის გასაზრდელად სხვა ადგილი მონახეს!