ვეფხვის თავზეც გავიარე - კვირის პალიტრა

ვეფხვის თავზეც გავიარე

ბრაზილიის სამხრეთის პატარა ქალაქ მარინგის მკვიდრ არი ბორხესის ოჯახში 300 კგ-იანი ვეფხვი ტომი ბოკვრობიდან ცხოვრობს. 2005 წლიდან ბორხესს შტატის ხელისუფლება საზოგადოებისთვის საშიში ცხოველის ჩამოსართმევად ებრძვის, თუმცა ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს. ბორხესის გოგონები - 23 წლის აიარა და 20 წლის ნაიარა შინაური ვეფხვის დათმობას ცოცხალი თავით არ აპირებენ - "ტომი ჩვენს საწოლში გაიზარდა, წლებია, სულ ერთად ვართ, ჩვენ ვაჭმევთ, ვაბანავებთ და ველაპარაკებით. ის არ არის აგრესიული. მერე რა, რომ ტომს ხანდახან ჩვენი მაღალი ღობიდან გადახედვა უყვარს, უკვე ყველა იცნობს და მისი აღარ ეშინიათ", - განუცხადეს გოგონებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ამავე "აზრისაა" ბორხესების ჩიჰუაჰუა მალოც, რომელსაც ვეფხვზე გავლა-გამოვლა და ჯდომა ძალიან უყვარს. მის კვალს მიჰყვება ოჯახის უმცროსი წევრი 1 წლის ჟოანაც, რომელსაც ტომის ზურგზე მოკალათება ყველაფერს ურჩევნია.