გოგრის შურდული და კატაპულტა - კვირის პალიტრა

გოგრის შურდული და კატაპულტა

ყოველი წლის ოქტომბერში, აღმოსავლეთ შტატებში, ჰელოუინის დღესასწაულის წინ იმართება უაღრესად პოპულარული შეჯიბრება გოგრის სროლაში, რომელშიც უამრავი ადამიანი ოჯახებით მონაწილეობს. სასროლი "იარაღის" სახეობა მონაწილის გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული: დაწყებული პირველყოფილი შურდულით, შუა საუკუნეების კატაპულტითა თუ ბალისტათი, დამთავრებული თვითნაკეთი ქვემეხებით. რეკორდი ჯერ კიდევ 2003 წელს ქვემეხით გოგრის 1 351 მეტრზე ტყორცნაში დაამყარეს. მას შემდეგ რეკორდი ვერავინ გააუმჯობესა. წელს 9-ტონიანი ქვემეხიდან ნასროლმა გოგრამ 1 320 მეტრზე იფრინა, მაგრამ რეკორდი მაინც ვერ მოხსნა.