ჟირაფი მარტორქად "გადაფორმატდა"
14-10-2013
ჟირაფი მარტორქად "გადაფორმატდა"
კალიფორნიელი ჯიმ კარმაიკლი 20 წელი აგროვებდა ღვინის ბოთლის საცობებს. ერთ დღეს მეუღლემ განუცხადა, - შენი კოლექცია სახლში აღარ ეტევაო. ჯიმს მისი გადაყრა დაენანა და საცობებისგან ნატურალური ზომის ჟირაფის ქანდაკების გაკეთება განიზრახა... მაგრამ 6 მ სიმაღლის ჟირაფის ასაგებად 12 000 ცალი საცობი არ ეყო და ჯიმიც 4 მ-იან მარტორქას დასჯერდა, თუმცა 3 წელიწადს მოუნდა ჟირაფის მარტორქად "გადაფორმატებას". ახლა კი  თავისი მარტორქით ძალიან ამაყობს.     

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით