უსაფრთხოების "მანია" - კვირის პალიტრა

უსაფრთხოების "მანია"

დასავლეთ ჰოლანდიის ქალაქ ვასენაარში დედა-შვილ აარონებს კარგად იცნობენ. ამის მიზეზი მათი საგზაო უსაფრთხოებისადმი დამოკიდებულებაა. არადა ისინი მხოლოდ მომცრო მოტოროლერებით, ე.წ. სკუტერებით დადიან, მაგრამ სინათლის ამრეკლავი და მანათობელი კოსტიუმის გარეშე სკუტერებზე არასდროს სხდებიან. მათზე დამაგრებულ გამაფრთხილებელ საშუალებებს - ნათურებს, სიგნალებს, სასტვენებს და სხვ. თვლა არ აქვს. მოქალაქეები და პოლიცია უკვე შეეჩვივნენ დედა-შვილის "უსაფრთხოების მანიას" და მათ მგზავრობას "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში მაქსიმალურად უწყობენ ხელს.