არისტოკრატი-რეკორდსმენი - კვირის პალიტრა

არისტოკრატი-რეკორდსმენი

ახლახან ესპანელი მილიონერის, მარია კოლონკეზის ქორწილს ასობით საპატიო სტუმარი დაესწრო. მათ შორის გამოირჩეოდა "ევროპის მთავარი არისტოკრატი" - 87 წლის ჰერცოგინია ალბა თავის 62 წლის მეუღლესთან, ალფონსო დიასთან ერთად. საგანგებოდ აღინიშნა, რომ ალბას "საზოგადოებრივ მდგომარეობას" არც დეკოლტე შეეფერებოდა და არც კაბის სიგრძე... თავად განსაჯეთ, გინესის მიხედვით ალბას მსოფლიოში ყველაზე მეტი არისტოკრატიული ტიტული აქვს: იგი არის 8-ჯერ ჰერცოგინია, 19-ჯერ მარკიზა, 22-ჯერ გრაფინია და თითოჯერ - ვიკონტესა, ბარონესა და... რაინდი! როდესაც ალბა 2 წლის წინ პიარსააგენტოს მფლობელ ალფონსო დიასს გაჰყვა, "მდაბიოზე" გათხოვების გამო სანათესავოსთან გრანდიოზული კონფლიქტი ჰქონდა. გაბრაზებულმა ბებიამ ყველას ჩამოურიგა სასახლეები, მამულები და სურათების კოლექციაც, რომელშიც გოიას, ველასკესის, მურილიოს, რემბრანდტის, რუბენსის ტილოებია. თავად კი "სულ რაღაც" 5 მილიარდის ქონება დაიტოვა. რაც მთავარია, ალფონსო "ალფონსი" კი არა, შესანიშნავი მეუღლე გამოდგა.