30-სანტიმეტრიანი მიზეზი - კვირის პალიტრა

30-სანტიმეტრიანი მიზეზი

45 წლის კაილი მინოუგი თავის ახალგაზრდა მიჯნურს, ესპანელ მანეკენ ანდრეს ვალენკოსოს დაშორდა. ავსტრალიელმა სუპერვარსკვლავმა, რომელიც ახლაც შესანიშნავად გამოიყურება, 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორების გადაწყვეტილება თავად მიიღო. კაილის განმარტებით, გაუჭირდა "სამუშაოსა და პირადი ცხოვრების შეთავსება", ხოლო კაილის მეგობრების თქმით, ბოლო თვეებში ისინი ერთად აღარ  იყვნენ და დაშორების ინიციატორი 10 წლით უმცროსი ანდრესი გახდა, რომელმაც, მიუხედავად დაპირებისა, კაილის ხელი არაფრის დიდებით არ სთხოვა. მცოდნენი კი ამბობენ, რომ წყვილის დაშორების მთავარი მიზეზი სინამდვილეში სიმაღლეში 30-სანტიმეტრიანი სხვაობა იყო - მინიატიურულ კაილის მოსწყინდა, რომ ანდრესის გვერდით გინდ მაღალ ქუსლებზე, გინდ უქუსლოდ, საკმაოდ კომიკურად გამოიყურებოდა.