30-სანტიმეტრიანი მიზეზი
21-10-2013
30-სანტიმეტრიანი მიზეზი
45 წლის კაილი მინოუგი თავის ახალგაზრდა მიჯნურს, ესპანელ მანეკენ ანდრეს ვალენკოსოს დაშორდა. ავსტრალიელმა სუპერვარსკვლავმა, რომელიც ახლაც შესანიშნავად გამოიყურება, 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორების გადაწყვეტილება თავად მიიღო. კაილის განმარტებით, გაუჭირდა "სამუშაოსა და პირადი ცხოვრების შეთავსება", ხოლო კაილის მეგობრების თქმით, ბოლო თვეებში ისინი ერთად აღარ  იყვნენ და დაშორების ინიციატორი 10 წლით უმცროსი ანდრესი გახდა, რომელმაც, მიუხედავად დაპირებისა, კაილის ხელი არაფრის დიდებით არ სთხოვა. მცოდნენი კი ამბობენ, რომ წყვილის დაშორების მთავარი მიზეზი სინამდვილეში სიმაღლეში
30-სანტიმეტრიანი სხვაობა იყო - მინიატიურულ კაილის მოსწყინდა, რომ ანდრესის გვერდით გინდ მაღალ ქუსლებზე, გინდ უქუსლოდ, საკმაოდ კომიკურად გამოიყურებოდა.  

ania
21 ოქტომბერი 2013 13:23
ეგ 30 სმია? 30 სმიტ ხომ არც ისე დიდი სხვაობაა, ეგ სულ ცოტა 60 სმია! ბრიყვი ხარ ვიცხა ამდენს ტუ ვერ ხდევა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები