მოწოდებით ზედამხედველი - კვირის პალიტრა

მოწოდებით ზედამხედველი

ინგლისის ქალაქ როჩესტერის მცხოვრებს, 66 წლის პენსიონერ კრის უელერს სახლში დიდი ნიანგი, სახელად ცეზარი ჰყავს. საქმე ის არის, რომ მთელი სიცოცხლე კრისი ციხის ზედამხედველი იყო და რისკიან სიტუაციებშიც მრავალჯერ მოხვედრილა. ამიტომ წყნარად ცხოვრება გაუჭირდა და ადრენალინის "სათანადო დოზის" მისაღებად ყველაფერს არჩია შინ ნიანგის ყოლა. ამისთვის სახლი სპეციალურად მოაწყო. უნდა ითქვას, რომ ცეზარსა და კრისს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ზედამხედველი "შინაურ პატიმარს" ხან ბანქოს ეთამაშება, ხან ნიანგების შესახებ წიგნს უკითხავს და, რაც მთავარია, დელიკატესებით კვებავს.