სიცოცხლის ნახტომი
21-10-2013
სიცოცხლის ნახტომი
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კერძო ნაკრძალში ველური ბუნების ფოტოგრაფი, 36 წლის ფრანგი ჟაკ მატისენი ანტილოპა გნუსა და ლომის უნიკალურ "ორთაბრძოლას" შეესწრო. ანტილოპების ჯოგს გაშლილ სავანაში რამდენიმე ძუ ლომი მიეპარა. ყველაზე გამოცდილმა კი მსხვერპლი ამოარჩია და უეცრად გამოენთო. მოულოდნელად, თითქოსდა განწირული ანტილოპა 2 მ სიმაღლეზე გადაახტა მდევარს და თავს უშველა. "ეს იყო იდეალური ნახტომი, ლომებისგან ასეთ გაქცევას გნუ არცთუ ხშირად ახერხებს. მსგავსი რამ პირველად ვნახე. უსადილოდ დარჩენილი ძუ ლომი გაოცებული და იმედგაცრუებული
შესცქეროდა გაქცეულ მსხვერპლს, რომელიც პირდაპირ ბრჭყალებიდან დაუსხლტა", - ამბობს მატისენი.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით