სარეკორდო თვითნაკეთი რკინიგზა
21-10-2013
სარეკორდო თვითნაკეთი რკინიგზა
მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითნაკეთი რკინიგზა - "ნორტლანდი" ბრუს უილიამმა 16 წელიწადში ააგო. ნორტლანდის საერთო ფართობია 4 830 კვმ, რელსების საერთო სიგრძე - 13 კმ, ვაგონების რაოდენობა - 100. ნორტლანდში დაახლოებით 3 000 მინიატიურული შენობა დგას, "ლანდშაფტი" კი დიდი ხევებითა და კანიონებითაა დასერილი, სადაც 50 გვირაბი და 400 ხიდია. "ყველაფერი მოქმედია - მსოფლიოში მსგავსი არაფერი არსებობს. რამდენიმე მილიონი დოლარი დამიჯდა და დღეში 18-19 საათს შEეუსვენებლად ვმუშაობდი", -ამაყად ამბობს ბრუსი.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით