"ოქროს სარაია" ხეპრესგან - კვირის პალიტრა

"ოქროს სარაია" ხეპრესგან

ინტერნეტსენსაციად იქცა მარტოხელა სერბი მილიონერის მიერ გასაცნობ საიტებზე გამოქვეყნებული ფოტოები - ბატონი მილიშავ ბრზი საცოლის პოვნას ფარაონების საკადრისი ფუფუნებით სავსე აპარტამენტების ფონზე გადაღებული სურათებით ცდილობს: ოქროთი მოვარაყებული ნივთები თვალს სჭრის. სასეირო ისაა, რომ ამ "ოქროს სარაიაში" თავად მილიშავი ერთობ სასაცილოდ გამოიყურება - ვარდისფერ ხალათში გამოწყობილი გაბღენძილი პოზირებს. 39 წლის სასიძოს იმედი აქვს, რომ მისი სახლის "ჯადოსნური ფუფუნება"" აპოვნინებს იმ ერთადერთს, ვინც მასთან ერთად ცხოვრების გატარებას დათანხმდება, თანაც საცოლე 20 წლით უმცროსი უნდა იყოს... თუმცა, როგორც ჩანს, 19 წლის გოგონები ვარდისფერხალათიანი ხეპრეთი ჯერჯერობით არ მოიხიბლნენ.