კატრინ დენევი 70 წლისაა!
28-10-2013
კატრინ დენევი 70 წლისაა!
"საფრანგეთის უკანასკნელი მეგავარსკვლავი" კატრინ დენევი 22 ოქტომბერს 70 წლის გახდა, თუმცა კვლავინდებურად მშვენიერია. მისი მშობლები და დებიც მსახიობები იყვნენ, მაგრამ კატრინის მსგავსი დიდებისთვის არც ერთ მათგანს არ მიუღწევია. თუმცა სახელი  და დიდება მას არასოდეს იტაცებდა: "ჩემთვის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიდება", - ახლაც ხშირად ამბობს დენევი, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი მამაკაცი უნახავს, მაგრამ მისი ცხოვრების სამი "მთავარი" მამაკაციდან მხოლოდ ერთია ცოცხალი - ყოფილი ქმარი, ინგლისელი ფოტოგრაფი დევიდ ბეილი. პირველი შვილი კრისტიანი
კეტრინს გათხოვებამდე შეეძინა ფრანგი რეჟისორის როჟე ვადიმისგან, ხოლო ქმართან განშორების შემდეგ გაჩენილი გოგონას, კიარას, მამა დიდი  მარჩელო მასტროიანია.   

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით