რიანა დაითარსა
28-10-2013
რიანა დაითარსა
რიანამ ლოს-ანჯელესის ფეშენებელურ უბანში თავისი 12-მილიონიანი "დაწყევლილი" ვილა გააფთრებულმა დატოვა - სასწრაფოდ აკრიფა პირადი ნივთები და ნიუ-იორკში გაიქცა, ვილას კი ყიდის. საქმე ისაა, რომ ვილა ჯერ ძლიერი წვიმების გამო დაიტბორა და დიდი რემონტი დასჭირდა, მერე კი "სტუმრებმა" აღარ მოასვენეს - სახლში შეღწევას ხან ფანები ცდილობენ, ხან უსახლკაროები და ხანაც ქურდები. ბოლო წვეთი მძარცველის ვიზიტი აღმოჩნდა, რომელმაც საბარგო მანქანით ჯერ გალავანი შეანგრია, მერე კარი. დაცვამ სწორედ ამ დროს მიუსწრო.

ამის შემდეგ
რიანა გულის გადასაყოლებლად კონცერტებით აბუ დაბის ეწვია. შეიხ ზაედის დიდი მეჩეთის ტერიტორიაზე, სადაც 40 000 კაცი ეტევა, პოპდედოფალმა ფოტოსესიის გამართვა მოისურვა. თეთრი მარმარილოთი ნაგები ეს მეჩეთი მსოფლიოში სიდიდით მეექვსეა და სტუმრებისთვის ღიაა, მაგრამ პერსონალს სასტიკად არ მოეწონა მისი ჩაცმულობა და დაუყოვნებლივ გამოაძევა. "მისი მოტკეცილი სამოსი
ქალის ფიგურას კი არ ფარავს, პირიქით, აშიშვლებს, რაც შეურაცხმყოფელია", - განაცხადა სასულიერო პირმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით