უძვირესი ჩაი... ექსკრემენტებისგან! - კვირის პალიტრა

უძვირესი ჩაი... ექსკრემენტებისგან!

მსოფლიოში ყველაზე ძვირი ჩაი ჩინური "პანდას ჩაია", რომლის 1 კგ 77 ათასი დოლარი ღირს. არადა,  ჩაი პანდას ექსკრემენტებისგან მზადდება. ჩინელების აზრით, პანდა შეჭმული ბამბუკის მხოლოდ 30%-ს ინელებს, ხოლო ბამბუკში შემავალი ბევრი სასარგებლო ნივთიერება, მათ შორის კიბოსგან დამცველი ანტიოქსიდანტები, უცვლელად გამოიყოფა... ძვირფასი ჩაი ხელით მოხატული ფაიფურის კოლოფებით იყიდება.