"ქალწულებრივი სიწმინდის" ჩაი
28-10-2013
"ქალწულებრივი სიწმინდის" ჩაი
ჰენანის პროვინციაში კომპანია "ძიუჰუას"  ჩაის პლანტაციებში ჩაის მკრეფავებად მხოლოდ ქალწულებს იღებენ - თანაც ისეთებს, რომელთა მკერდის ზომა 3-ია. ამასთან, გოგონებს არც რამე შესამჩნევი ნაწიბური ან ნაჭრილობევი არ უნდა ჰქონდეთ. დიდი მკერდი იმისთვისაა საჭირო, რომ '"ბორცვებს" შორის საიმედოდ "ჩამაგრდეს" მომცრო კალათა, რომელშიც ქალწული ტუჩებით დაკრეფილ ჩაის დუყებს ტუჩებითვე ჩააწყობს... სამუშაო არც ისე ადვილია და უმანკო მკრეფავებს დღეში 80 დოლარს უხდიან - კომპანიის წესებით, ქალწულს არც ფოთლებზე და არც კალათაზე ხელით შეხების
უფლება არა აქვს. ეს უცნაური პირობა ჩინურ ლეგენდას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ჩაის ფერიები ჩაის ტუჩებით კრეფდნენ. ჩინელები თვლიან, რომ ასე შეგროვებული ჩაის ფოთლებს დაჰყვება "ქალწულის სიწმინდე", რომელიც იმასაც "გადაეცემა", ვინც ამ ჩაის დალევს.








მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით