ბელუჩი - არავითარი ტელმანი! - კვირის პალიტრა

ბელუჩი - არავითარი ტელმანი!

პლანეტის ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალბატონმა  მონიკა ბელუჩიმ თავის ფრანგ მეუღლესთან, მსახიობ ვენსან კასელთან საბოლოოდ განშორების შემდეგ ჭორებთან დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა. საქმე ეხება მის ურთიერთობას რუს მილიარდერ ტელმან ისმაილოვთან. ბელუჩიმ ტელმანი თურქეთში გაიცნო, სადაც 600-მდე VIP-სტუმართან ერთად ტელმანის სასტუმრო "მარდან პალასის" გახსნის  ცერემონიაზე იყო მიწვეული.

მონიკამ ჟურნალ Vanity Fair-ის იტალიურ გამოცემას კატეგორიულად განუცხადა, რომ არავითარი რომანი ისმაილოვთან არ ჰქონია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. სუპერვარსკვლავის თქმით, ვენსანთან 26 აგვისტოს ოფიციალურად განქორწინების შემდეგ იგი დროს ქალიშვილებს - დევასა და ლეონი კასელებს უთმობს, მის ცხოვრებაში ამჟამად არავითარი მამაკაცი არ არსებობს და მისი გული თავისუფალია.