მადონას ფასი
04-11-2013
მადონას ფასი
1976 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტი, 18 წლის მოცეკვავე ლუიზა ვერონიკა ჩიკონე გამოეხმაურა ვინმე ჰერმან კალკენსის განცხადებას - "გვესაჭიროება მოდელი ეროტიკული გადაღებებისთვის" - მას სურდა ეროტიკული ფოტოები ჟურნალ "პენტჰაუსისთვის" მიეყიდა. გოგონამ თავისი პირველი შიშველი ფოტოსესიისთვის სულ 10 დოლარი მიიღო... "პენტჰაუსის" შეფმა ფოტოების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და ფოტოები მის კოლექციაში დარჩა. გარდაცვალების შემდეგ კი მემკვიდრეებმა ფოტოები აუქციონზე გამოიტანეს. ვაჭრობა 9 ნოემბერს გაიმართება. მადონას თითოეული ფოტო ცალკე ლოტია და საწყისი ფასი 500 დოლარია.
სუპერვარსკვლავის უახლოესი მეგობარი მეჯ როზენბერგი აცხადებს, რომ "ამ ფოტოების გადაღებისას მადონას ისეთი არაფერი ჩაუდენია, რისამე შერცხვეს".     

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით