უმაღლესი მეუღლე - კვირის პალიტრა

უმაღლესი მეუღლე

გინესის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი - თურქეთის მკვიდრი სულთან კოსენი დაქორწინდა. მისი რჩეული სირიული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე მერვა დიბო გახდა. ქორწილი მარდინის პროვინციაში, თურქეთ-სირიის საზღვართან გადაიხადეს და ცერემონიას თურქებთან ერთად მრავალი სირიელიც დაესწრო. "მე ჩემი სიყვარული ვიპოვე, იმედი მაქვს მარად ბედნიერები ვიქნებით", - განაცხადა ბედნიერმა პატარძალმა, რომელიც მეუღლეს დაახლოებით იდაყვამდე სწვდება - 30 წლის ნეფის სიმაღლე 2 მ და 51 სმ-ია.