სელაპის დღე - კვირის პალიტრა

სელაპის დღე

41 წლის ფოტოგრაფი დევიდ ჯენკინსი კეიპტაუნის სანაპიროსთან ზვიგენებზე მოთვალთვალე ექსკურსიაში მონაწილეობდა, როცა მის თვალწინ უცნაური საზღვაო დრამა განვითარდა - სელაპი დიდ თეთრ ზვიგენს დაუსხლტა. დიდი თეთრი ზვიგენი მსოფლიოში ყველაზე  საშიში მტაცებელი თევზია, რომლის სიგრძე 6 მ-ს, ხოლო წონა 2 კგ-სა 300 გ-ს აღწევს. შეტევის დროს კი 40 კმ/სთ სისწრაფეს ავითარებს და ხშირად წყლიდან მთლიანად ხტება კიდეც. პირველი შეტევისას სელაპმა სიკვდილს თავი იმით დააღწია, რომ უზარმაზარი მონსტრის ცხვირის წვერზე ბალანსირება შეძლო. თუმცა ზვიგენი მსხვერპლს არ მოეშვა და იერიში გააგრძელა, რისთვისაც წყლიდან რამდენჯერმე ამოხტა. თუმცა ეს დღე აშკარად სელაპის იყო. ის მოხერხებულად იცილებდა საშინელი მტრის იერიშს და საბოლოოდ დაუსხლტა კიდეც.