"შურისძიება" ფიტნესით - კვირის პალიტრა

"შურისძიება" ფიტნესით

მას შემდეგ, რაც ბარბადოსის ნებიერა დედოფალი რიანა აბუ-დაბიში შეიხ ზაედის დიდი მეჩეთიდან "მუსლიმანებისთვის მიუღებელი" ფოტოსესიისთვის გამოაბრძანეს, განაწყენებული 25 წლის სუპერვარსკვლავი ისრაელს ეწვია. მაგრამ გაღიზიანებულმა რიანამ ხეირიანად ვერც იქ იმღერა, მომღერლის კონცერტი 52 000 მაყურებლისთვის მხოლოდ 80 წუთი გაგრძელდა. შემდეგ გაალმასებული რიანა შედარებით ლიბერალურ საბერძნეთში გადავიდა და დაქირავებული ვილის ტერასაზე ისეთი "საჩვენებელი ფიტნესი" მოაწყო, რისთვისაც არაბეთში "რბილ ადგილებზე" მათრახის ასზე მეტ დარტყმას მიუსჯიდნენ და რამდენიმე თვით ციხეშიც აყურყუტებდნენ.