"ნუ გეშინიათ, ჰაიდი ვარ!"
11-11-2013
"ნუ გეშინიათ, ჰაიდი ვარ!"
40 წლის ტოპმოდელს, მსახიობსა და ტელეწამყვან ჰაიდი კლუმს ჰელოუინის დღესასწაული ისევე უყვარს, როგორც ბავშვობაში.  დღესასწაულებზე ხან "მაიმუნი" იყო, ხან "ყვავი", მერე "რკინის ქალი", "კლეოპატრა" და ერთხელ გვამიც კი.

თუმცა წელს მოლოდინს გადააჭარბა - კოლეგა ვარსკვლავები მეტისმეტად შეაშინა და გააოცა: "ბედნიერ ჰელოუინს გილოცავთ, ეს მე ვარ სიბერეში!" - ასე წარუდგინა ყველას თავი... მზეთუნახავი ჰაიდი კლუმი 50 წლით, "ნატურალურად" დაბერებული მიბრძანდა კარნავალზე!

"ჰელოუინისთვის რამდენიმე თვე ვემზადები, ისეთი გუნდი მყავს, სასწაულებს ახდენს. სიბერის
სულაც არ მეშინია! ახლა ისეთი გავხდი, როგორიც 90 წლისა ვიქნები", - ამბობს კლუმი.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით