"ყველაფერი შეიძლება მოხდეს!" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს!"

იტალიის დიდმა სადაზღვევო კომპანია Europ Assitance IT -მა კლიენტების მოსაზიდად ორიგინალურ ხერხს მიმართა - მათი "დაშინება" გადაწყვიტა. სარეკლამო აქციისთვის დევიზიც მოიგონა - "ყველაფერი შეიძლება მოხდეს!", მერე ყველაფერს "რუსული საფრთხე" არჩია და...

მილანის ცენტრში, ვია დელ მერკანტის ქუჩაზე, სახელგანთქმული საკათედრო ტაძრის გვერდით, მეტად უჩვეულო რამ მოხდა - მიწიდან რუსულმა წყალქვეშა ნავმა "ამოყვინთა"! ნავის კორპუსმა ასფალტი "ამოამტვრია", ერთმა ავტომობილმა კი ვერ გაასწრო გარიდება და გაიჩხირა. ყველაზე სასეირო ის იყო, რომ გაოცებული და, ცოტა არ იყოს, შეშინებული მილანელების თვალწინ წყალქვეშა ნავიდან "რუსი მეზღვაურიც" ამოძვრა! თუმცა იტალიელებს შიშმა მალე გადაუარა და "რუსული მონსტრის" წინ ფოტოსესია ჩაატარეს.