"მისია" - 738 დღე 60 მ სიმაღლეზე!
11-11-2013
"მისია" - 738 დღე 60 მ სიმაღლეზე!
ამერიკელი გარემოს დამცველი ჯულია ჰილი 738 დღით კალიფორნიაში, გიგანტურ, 60 მ სიმაღლის ხეზე დაბინავდა, რათა 1500 წლის წითელმერქნიანი ხე და მის გარშემო არსებული ტყე გაჩეხისგან ეხსნა.
თავის დროზე 22 წლის ჯულია ავტოკატასტროფაში მოყვა და მთელი წლით მეტყველების უნარი დაკარგა. სწორედ იმ დროს გახდა თავგამოდებული ბუნების დამცველი და კალიფორნიის ტყეების გადასარჩენად დიდ კორპორაციასთან უთანასწორო  ბრძოლას შეუერთდა. მან ურჩია თანამოაზრეებს ხეებზე აძრომა. მაგრამ მოხალისეები ხისმჭრელებმა წიწაკის გაზისა და სხვა საშუალებების გამოყენებით გააძევეს.
საზოგადოების ყურადღების მისაქცევად ჯულიამ ხერხი იხმარა, ხეზე დაიდო ბინა. "ისე მაღლა ავედი, ჩემი ჩამოყვანა გაუჭირდებოდათ. ვაღიარებ, ხეზე  ყოფნა ძალიან ძნელი იყო, დამტანჯა ქარმა, წვიმამ და სიცივემ, მაგრამ  თავგამოდებას უნაყოფოდ არ ჩაუვლია, ფოტოებს მიღებდნენ რეპორტიორები, მობილურით მელაპარაკებოდნენ ჟურნალისტები, ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები. უკომპრომისო ბრძოლა შედეგიანი აღმოჩნდა!"
- ამაყად ამბობს გარემოს დამცველი ჯულია ჰილი.   
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით