სიყვარულის კენჭი - კვირის პალიტრა

სიყვარულის კენჭი

პაპუანური პინგვინი სიდიდით მესამეა საიმპერატორო და სამეფო პინგვინების შემდეგ, სამაგიეროდ, წყალქვეშ თანამოძმეებზე სწრაფია - საათში 36 კმ-ს მიცურავს. ამასთან, ყველაზე ღრმად - 200 მ სიღრმემდე ყვინთავს. პაპუანური პინგვინი რომანტიკოსიც ბრძანდება -  გულის სწორს "თაიგულად" ლამაზ კენჭებს უძღვნის, რა ქნას, ანტარქტიდის მახლობლად სხვა არაფერი მოიპოვება... მეტიც, სამსახიობო ნიჭიც აღმოაჩნდა - ექვსმა პაპუანურმა პინგვინმა ამერიკულ კომედიაში "მისტერ პოპერის პინგვინები" ტოლი არ დაუდო ცნობილ კომიკოს ჯიმ ქერის.